გიორგი გოჩოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა - რა დაემართა ქართველ მცველს » სპორტის ხაზი

გიორგი გოჩოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა - რა დაემართა ქართველ მცველს

გიორგი გოჩოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა - რა დაემართა ქართველ მცველს
გუშინ, 18:21
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენმა პოლონური იაგელონია მიიღო და საკუთარ კედლებში ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიციური შეცდომა სწორედ ქართველმა მცველმა დაუშვა, რომელმაც შემდგომში თანაგუნდელებს მოუბოდიშა, გოჩოლეიშვილის გვერდით კი კოპენჰაგენის ბერძენი მცველი, პანტელის ჰაციდიაკოსი დადგა.

თამაშის შემდეგ გიორგი ჩემთან მოვიდა და პატიება მთხოვა, თუმცა მას საპატიებელი არც არაფერი აქვს. ჩვენ გუნდი ვართ და ეს თითოეული ჩვენგანის ჩავარდნა იყო. ფეხბურთში ყველაფერი წამიერად ხდება და ოდნავი მოდუნებაც დამღუპველია. გოჩოლეიშვილი კარგი ფეხბურთელია და მსურს, რომ გიორგის წარმატებით თამაშში დავეხმარო.

- თქვა ბერძენმა ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, გიორგი გოჩოლეიშვილმა იაგელონიასთან შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ არც ისე დაბალი რეიტინგი მიიღო, - 6.7.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი