დანიის სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენმა" შინ "ბრონდბიუ" მიიღო.
ქართველმა მცველმა მოედანზე 89 წუთი გაატარა და თავკაცმა მიწურულს გაიყვანა, რა დროშიც გოჩოლეიშვილმა პენალტის მოპოვებაც მოახერხა, რომელიც თანაგუნდელმა გოლში გარდასახა.
საფეხბურთო სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, ეროვნული ნაკრების მოთამაშის ასპარეზობა 10 ბალიანი სისტემით 7,3 ქულით შეაფასა.