კონფერენს ლიგის ახალი ფორმატის პირველ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენმა" პოლონურ "იაგიელონიას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
"ჯვაროსნების" მცველმა დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-სგან შეფასების სახით, 10-ბალიანი სისტემით 6,7 ქულა დაიმსახურა.