"უდავოა, რომ ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - უცხოური მედია და ვალენსიას დამრიგებელი მამარდაშვილზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"უდავოა, რომ ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - უცხოური მედია და ვალენსიას დამრიგებელი მამარდაშვილზე საუბრობს

"უდავოა, რომ ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - უცხოური მედია და ვალენსიას დამრიგებელი მამარდაშვილზე საუბრობს
18-09-2022, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლა ლიგის მე-6 ტურში ერთმანეთს ვალენსია და ვიგო სელტა დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ შეხვედრა ღამურების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კარი მშრალად შეინახა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც არაერთი ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა.

მის დამაჯერებელ შეხვედრაზე უცხოური მედია ალაპარაკდა, რასაც შემდეგ, პრესკონფერენაციაზე ვალენსიას თავკაცისგანაც კარგი შეფასებები მოჰყვა.

Superdeporte - "უდავოა, რომ ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია. 1:0-ზე მისი სეივი უმნიშვნელოვანესი იყო. მაღალ ბურთებზეც ქართველი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა."

As - "ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ბრწყინვალე სეივები მაინც შემოგვთავაზა. ქართველმა ლარსენის უძლიერესი დარტყმული მოიგერია და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა."

ვალენსიას დამრიგებელი, ჯერანო გატუზო - "დაცვამ, ნახევარდაცვამ, თავდასხმამ ძალიან კარგად იმუშავეს. გიორგიმაც შესანიშნავი ბურთები მოიგერია მათი სტანდარტების დროს. ახლა ვიმედოვნებ, რომ გუნდი გამარჯვებას სტუმრადაც იგემებს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი