ჩემპიონთა ლიგა | "რეალმა" ეტიჰადზე "სიტისთან" ბოლო წუთები გამოიყენა » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგა | "რეალმა" ეტიჰადზე "სიტისთან" ბოლო წუთები გამოიყენა

ჩემპიონთა ლიგა | "რეალმა" ეტიჰადზე "სიტისთან" ბოლო წუთები გამოიყენა
12-02-2025, 02:32
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალის ეგიდით სამი მატჩი ვიხილეთ.

"რეალმა" მოსალოდნელად რთულ და დაძაბულ დაპირისპირებაში ეტიჰადზე "სიტი" 3:2 დაამარცხა, ანგარიში ჰოლანდმა მე-19 წუთზე გახსნა, მას მბაპემ მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე უპასუხა. მე-80 წუთზე ნორვეგიელმა "ქალაქელები" კვლავ წინ გაიყვანა. შეხვედრის კულმინაცია ბრაჰიმ დიასის 86-ე წუთზე გატანილი გოლი და ბელინგემის 90+2 წუთზე ყველაფრის ბოლომდე მიყვანა გამოდგა.

ეს გვარდიოლას შეგირდებისთვის ტურნირზე ბოლო 6 მატჩში მეოთხე მარცხი იყო.

"იუვენტუსმა" სახლში 2:1 დაამარცხა "პსვ", ხოლო "დორტმუნდმა" კი გასვლაზე "სპორტინგს" 3:0 სძლია და მერვედფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.

საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი