სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჰაიდენჰაიმისა და დორტმუნდის შეხვედრა, რომელიც ბორუსიელებმა გასვლაზე 2:1 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედნიდან არც გაუყვანიათ.
ნაჩვენებ 90 წუთში ზივზივაძეს 6.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 8.2 ქულით ანტონი გახდა.