ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან გამოუშვეს - ოფიციალური განცხადება » სპორტის ხაზი

ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან გამოუშვეს - ოფიციალური განცხადება

ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან გამოუშვეს - ოფიციალური განცხადება
5-09-2023, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად: ანტონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შეკრებიდან გამოუშვეს.

როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკურად ძალადობაშია ეჭვმიტანილი, მის საქმეს კი საო პაოლოს სასამართლო იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონის წინააღმდეგ არსებობს როგორც მტკიცებულებები, ასევე არიან თვითმხილველები.

"იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს სავარაუდო ეჭვმიტანილის უსაფრთხოება, ასევე ეროვნული ნაკრები და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია, გადავწყვიტეთ, რომ ანტონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან გაგვეთავისუფლებინა", - წერია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი