"დორტმუნდის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გულშემატკივარს დღეს კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ ამცნო.
ბორუსიელებმა დაადასტურეს, რომ მარკო როისი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
"დორტმუნდის" შემადგენლობაში როისმა 424 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 168 გოლი, 128-ჯერ კი სხვას გაატანინა.
ამ დროისათვის უცნობია, თუ სად შეიძლება ფეხბურთელმა კარიერა გააგრძელოს.