"ვინისიუსმა მეტოქეებს პატივი უნდა სცეს" - პედრო ბრავომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ვინისიუსმა მეტოქეებს პატივი უნდა სცეს" - პედრო ბრავომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გააკრიტიკა

"ვინისიუსმა მეტოქეებს პატივი უნდა სცეს" - პედრო ბრავომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გააკრიტიკა
17-09-2022, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეები ვინისიუს ჟუნიორის გოლის აღნიშვნამ, კერძოდ, ცეკვამ მოიცვა. ბევრი საფეხბურთო სამყაროსთან დაკავშირებული ფიგურა ბრაზილიელს აკრიტიკებს ამ ქმედების გამო, ზოგიც კი მადრიდის რეალის ერთ-ერთ ლიდერს საჯაროდ იცავს.

22 წლის ფეხბურთელის ამ ქმედებას, ესპანეთის აგენტთა ასოციაციის პრეზიდენტი, პედრო ბრავო გამოეხმაურა, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა და განაცხადა:

"ვინისიუსმა მეტოქეებს პატივი უნდა სცეს. თუ ცეკვა უნდა, შეუძლია სამშობლოში წავიდეს და იქ იცეკვოს. ესპანეთში კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს პატივი უნდა სცეს და მაიმუნივით მოქცევა შეწყვიტოს" - განაცხადა ბრავომ.

რა თქმა უნდა, ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკა მოჰყვა. თავად პედრომ კი ამ ყველაფერზე ბოდიში მოიხადა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი