იტალიური გამოცემა : "კვარაცხელია ვარსკვლავია ხარვეზებით, რომლის გამოსწორება აუცილებელია" » სპორტის ხაზი

იტალიური გამოცემა : "კვარაცხელია ვარსკვლავია ხარვეზებით, რომლის გამოსწორება აუცილებელია"

იტალიური გამოცემა : "კვარაცხელია ვარსკვლავია ხარვეზებით, რომლის გამოსწორება აუცილებელია"
16-09-2022, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგურ შეხვედრაში ნაპოლი გასვლაზე რეინჯერს დაუპირისპირდა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი გააკრიტიკა. ამ კრიტიკას კი ცნობილი იტალიური გამოცემა Spazio Napoli-ი გამოეხმაურა და განაცხადა:

"ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში კრიტიკის ფონზე და ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ჩამოვიდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ის ამ პოზიციისთვის შეუფერებელი იყო, თუმცა 21 წლის ფეხბურთელმა თავისი თამაშით მალევე მოახერხა გულშემატკივრის გულის მოგება. ის საოცარია, ის აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს."

21 წლის ფეხბურთელის მონაგარი ამ სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი