"დავითაშვილისთვის თამაშის უფლება, ეს გუნდისთვის კარგი სიახლეა" - ჟირონდელთა მთავარი მწვრთნელი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"დავითაშვილისთვის თამაშის უფლება, ეს გუნდისთვის კარგი სიახლეა" - ჟირონდელთა მთავარი მწვრთნელი ქართველზე საუბრობს

"დავითაშვილისთვის თამაშის უფლება, ეს გუნდისთვის კარგი სიახლეა" - ჟირონდელთა მთავარი მწვრთნელი ქართველზე საუბრობს
16-09-2022, 13:39
Aa Aa
გაზიარება:

მიზეზი, რამაც 21 წლის ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის დინამო ბათუმიდან ბორდოში დებიუტი გააჭინაურა, მოგვარებულია. ამ ფაქტს პრესკონფერენციაზე, ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი, დავიდ გიონი შეეხო, რომელმაც განაცხადა:

"დავითაშვილისთვის თამაშის უფლება, ეს გუნდისთვის კარგი სიახლეა. ის დინამო ბათუმში იდეალურ ფორმაში იყო, თუმცა ეხლა მას ჩვენი ფილოსოფიის გათავისება სჭირდება. ის თუ, როგორ ვთამაშობთ, როგორ საფეხბურთო სქემას ვერგებით, რათა შეძლოს და მარტივად შეთამაშდეს თანაგუნდელებთან.

ის ძალიან მონდომებული და გუნდზე ორიენტირებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის სწრაფად შეძლებს ახალ გარემოსთან ადაპტაციას და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდება" - განაცხადა 54 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველის დებიუტი ბორდოში 17 სექტემბერს შედგება, სადაც კლუბი თავის სტადიონზე დიჟონს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი