გიორგი გულიაშვილი ბოსნიურ სარაევოში შესანიშნავად გამოიყურება და სატრანსფერო ბაზრის გახსნიდან მალევე წინადადებებსაც იღებს.
ახლა დაიწერა, რომ გიორგის წაყვანით ბერძნული ოლიმპიაკოსია დაინტერესებული, რომელიც ორ ფრონტზე იბრძვის და გუნდის გაძლიერება სურს.
გეტყვით იმასაც, რომ გარდა ოლიმპიაკოსისა, გიორგის წაყვანით ხორვატული დინამო ზაგრები და იტალიური ბოლონიაც ინტერესდებიან.