საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ ლიონის ქართველ შემტევზე გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და მას წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.
"გპირდებით, მიქაუტაძე ისეთ გუნდში გადავა, როგორებიც ბარსელონა და რეალი არიან და იქ ყველაფერს გაანადგურებს.
თუ ყველაფერი ასე მოხდა რას მეტყვით? იმას, რომ ადილ შენ გენიოსი ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ასე განვითარდება", - განაცხადა რამიმ.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში თავი 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.