"ამ დროს არასოდეს დავივიწყებ! - ბუდუ ზივზივაძის ემოციური წერილი "კარლსრუეს" ფანებს » სპორტის ხაზი

"ამ დროს არასოდეს დავივიწყებ! - ბუდუ ზივზივაძის ემოციური წერილი "კარლსრუეს" ფანებს

"ამ დროს არასოდეს დავივიწყებ! - ბუდუ ზივზივაძის ემოციური წერილი "კარლსრუეს" ფანებს
6-01-2025, 23:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას "ჰაიდენჰაიმში" გააგრძელებს.

ბუდუ ყოფილი კლუბის, "კარლსრუეს" გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური წერილით დაემშვიდობა.

"დროა დაგემშვიდობოთ, ძნელია, აქ ორი გასაოცარი წელი გავატარე. გავიცანი შესანიშნავი ადამიანები და შევიძინე ბევრი მეგობარი.

ამ დროს არასოდეს დავივიწყებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებს, ჩემს გუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და ყველას, ვინც აქ მუშაობს.

კარლსრუე ჩემი ოჯახი გახდა და ყოველთვის ასე იქნება. გემშვიდობებით, მაგრამ ბევრ მოგონებას, სიყვარულს და ემოციას ვიღებ ჩემთან ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! დანკე, თქვენი ბუდუ"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი