UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი წლისთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
"ახალ წელს ილიასთან ერთად ვაპირებდი შეხვედრას ესპანეთში, შემდეგ კი ჩემს დაბადებისდღეზე საქართველოში ყოფნას.
რადგან უმართან ბრძოლა იანვარში ავიღე, ახლა მთელი კონცენტრაცია კემპზეა - ჩემპიონობის მიუხედავად შიმშილის გრძნობა არ დამიკარგავს", - განაცხადა მერაბმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს 19 იანვარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.