მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე "ლიონში 69-ნომრიანი მაისურით გამოდის. მას შემდეგ, რაც კონკურენტმა ცხრიანმა გიფტ ორბანმა გუნდი დატოვა და ნომერი თვისუფალი გახდა, გაჩნდა კითხვა, შეიცვლიდა თუ არა მიქაუტაძე ნომერს, შესაბამისად.
ამბავზე Geo Team წერს.
"გიორგი მიქაუტაძე 69 ნომერს არ შეიცვლის
გიფტ ორბანის ჰოფენჰაიმში ტრანსფერის შემდეგ, ლიონში 9-ნომრიანი მაისური თავისუფალი გახდა. Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი არ აპირებს სათამაშო ნომრის შეცვლას.
Geo Team-ის ვიდეოში მიქაუტაძემ ახსნა, რატომ აიღო 69 ნომერი თავიდანვე: “ლიონში დავიბადე, 69 ქალაქის ნომერია და როგორც ლიონელს, მსურდა 69-იანით მეთამაშა.”
ქართველმა ფორვარდმა რამდენიმე დღის ლიონიდან შესაძლლ წასვლაზეც ისაუბრა: “აქ 6 თვის წინ მოვედი და გუნდის დატოვებას არ ვაპირებ"
- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.