თურმე ამიტომ აირჩია ლიონში 69 ნომერი გიორგიმ - უცნობი ისტორია » სპორტის ხაზი

თურმე ამიტომ აირჩია ლიონში 69 ნომერი გიორგიმ - უცნობი ისტორია

თურმე ამიტომ აირჩია ლიონში 69 ნომერი გიორგიმ - უცნობი ისტორია
30-07-2024, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ ლიონში 69-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ბევრისთვის ეს ინფორმაცია უცნაურად ჟღერდა, თუმცა შემდეგ Geo Team-მა ყველაფერს ფარდა ახადა.

გიორგი მიქაუტაძის და რიცხვ '69'-ის ისტორია ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ში, 2023 წლის 24 აპრილს სენტ-ეტიენის სტადიონზე, მეტოქის კარში გატანილი გოლის შემდეგ ხელებით '69' გამოსახა, მიიღო ობსტრუქცია, ცუდი სიტყვების კორიანტელი და ჭიქების სროლა ტრიბუნიდან.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა გიორგის ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს აღნიშვნაო? პასუხად კი მიიღო: "მარტივია, მე ვარ ლიონიდან და ეს მათ კარგად უნდა იცოდნენ". საქმე კი იმაშია, რომ ლიონის საქალაქო, საფოსტო კოდი '69' არის, გიორგი კი დაიბადა და გაიზარდა ლიონში, ამ ქალაქის და ამ ქალაქის გუნდის სიყვარულით. სენტ-ეტიენი და ლიონი კი საფრანგეთში ყველაზე დაპირისპირებული გუნდები არიან.

- წერს ქართული გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი