საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცი სენტ-ეტიენს ესტუმრა და მეტოქე 1:3 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ქართველმა ფორვარდმა მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა, ერთ-ერთი გოლისას კი ასეთი აღნიშვნა შემოგვთავაზა, - იხილეთ ფოტო
გიორგი ხელებით ლათინურად ასო L-ს აკეთებს
მიქაუტაძის ეს ჟესტი ლიონს მიესადაგება, სადაც ქართველი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას იწყებდა. თავად სენტ-ეტიენი ლიონის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა, მათ კარში გატანილი გოლის ლიონისთვის მიძღვნა კი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქართველი მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება.