მინუს 1 კონკურენტი მიქაუტაძეს - გიფტ ორბანი გერმანიაში გადადის » სპორტის ხაზი

მინუს 1 კონკურენტი მიქაუტაძეს - გიფტ ორბანი გერმანიაში გადადის

მინუს 1 კონკურენტი მიქაუტაძეს - გიფტ ორბანი გერმანიაში გადადის
19-12-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიონში გადასვლის დღიდან გიორგი მიქაუტაძეს სასტარტოში შემადგენლობაში არაერთი სხვა ფორვარდი ეცილებოდა, რამაც ქართველი თავიდანვე დიდ კონკურენციას შეაგუა.

დროთა განმავლობაში ლაკაზეტისა და მიქაუტაძის დუო ერთმანეთს ენაცვლებოდა და მწვრთნელმაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ სწორედ ამ ორ მოთამაშეზე აპირებს აქცენტის გაკეთებას.

მესამე ოფცია გიფტ ორბანი იყო, რომელიც ერთი პერიოდი მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა ლიონმა მასზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია.

რომანოს ინფორმაციით, გიფტ ორბანი ლიონს დატოვებს და ჰოფენჰაიმს შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი