კარლსრუეს მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰემში ტრანსფერს გამოეხმაურა.
"ბუდუს წასვლა სპორტული თვალსაზრისით უდიდესი დანაკლისი და მარცხია, რადგან დავკარგეთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.
ფორვარდის ტრანსფერი ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია ქართველის შეცვლა ადეკვატურად", - განაცხადა აიხნერმა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ბინადარ ჰაიდენჰემთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.