ინტერესი ინგლისიდან - გიორგი გულიაშვილს უმდიდრესი კლუბი აკვირდება » სპორტის ხაზი

ინტერესი ინგლისიდან - გიორგი გულიაშვილს უმდიდრესი კლუბი აკვირდება

ინტერესი ინგლისიდან - გიორგი გულიაშვილს უმდიდრესი კლუბი აკვირდება
დღეს, 15:24
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაევოში მყოფი გიორგი გულიაშვილის შესანიშნავი სათამაშო ფორმა ბოლონიაში შენიშნეს და ქართველისადმი ყურადღება ერთიორად გაზარდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლონია ერთადერთი კლუბი ნამდვილად არაა, რომელიც ახალგაზრდა თავდამსხმელით არის დაინტერესებული.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეებში გულიაშვილს ნიუკასლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ, კლუბის, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალი აქვს და ბოლო წლებში შესანიშნავად გამოიყურება.

თავის მხრივ, გულიაშვილი მართლაც საოცარ ფორმაშია. ქართველ შემტევს ბოლო 9 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი