ცნობილი ბრიტანული გამოცემა TalkSport წერს, რომ ნაპოლიმ და მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
საუბარია ვიქტორ ოსიმენის და მარკუს რაშფორის ცვლილებაზე - იგივე წყაროს მტკიცებით, თავად ფეხბურთელები გარიგების წინააღმდეგი არ არიან და ახლა საქმე ერთმანეთში კლუბებმა უნდა გაარკვიონ.
ვიქტორ ოსიმენის დამატება "წითელ ეშმაკებს" რამდენიმე სეზონია სურთ, თუმცა აქამდე ყოველი მათი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან ვიქტორი ნაპოლიში თავს ბედნიერად გრძნობდა, ახლა კი სიტუაცია გალათასარაიში იჯარით გაშვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.