იტალიის თითქმის ყველა ავტორიტეტული წყარო წერს, რომ კვარაცხელიას ფიორენტინასთან მაინც არ ათამაშებდნენ სულ რომ ოპტიმალურ ფორმაში ყოფილიყო.
გარდა ამისა, ნეაპოლელი ანალიტიკოსი ენრიკო ფედელე ამბობს, რომ კვარას წასვლაში კითხვის ნიშნები უკვე აღარც კი არსებობს, - მას კონტეს გუნდში დავიდ ნერესი ჩაანაცვლებს.
ანალოგიურს ამბობს ჟურნალისტი ხერარდო ფაზანოც, რომლის თქმითაც ქართველი გუნდში ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი ნაპოლის დაემშვიდობება.
მოგეხსენებათ, უკვე ძალიან დიდი ხანია ხვიჩას სასურველ კონტრაქტს არ სთავაზობენ, ყოველი ჩავარდნილი დღე კი ნაპოლიდან წასვლის წისქვილზე ასხამს წყალს.