მოგეხსენებათ, მარიო რუიმ ნაპოლი უკვე დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა - პორტუგალიელი მცველის ყოფილმა აგენტმა კი რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში საკუთარი კლიენტი საჯაროდ გააკრიტიკა.
"ალბათ რუის მოკლე მეხსიერება აქვს, რადგან როცა თქვა, რომ ნაპოლის დატოვება არ სურდა, სან პაულოს დირექტორთან ტრანსფერის დეტალებს პირადად ათანხმებდა.
მარიო რუი უმადურია - ის, რომ პორტუგალიელი ნაპოლიში 7 წელი თამაშობდა, ჩემი დამსახურებაა და მადლობა მხოლოდ ჩემთვის უნდა გადაეხადა. გუნდში ხშირად მოდიოდნენ მწვრთნელები, რომლებსაც მასთან მუშაობა არ სურდათ, პრობლემებს კი ყოველთვის მე ვაგვარებდი და საჯაროდაც არაერთხელ დამიცავს კრიტიკისგან", - განაცახდა გიუფრედიმ.
ცნობისთვის, 33 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 227 მატჩში თავი 3 გოლითა და 26 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.