"ჩვენთვის უმთავრესი ეს არის" - გენო პეტრიაშვილის პოლიტიკური მიმართვა საზოგადოებას » სპორტის ხაზი

"ჩვენთვის უმთავრესი ეს არის" - გენო პეტრიაშვილის პოლიტიკური მიმართვა საზოგადოებას

"ჩვენთვის უმთავრესი ეს არის" - გენო პეტრიაშვილის პოლიტიკური მიმართვა საზოგადოებას
29-11-2024, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას და ასოცირების დღისწესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გვაქვს გეგმა, 2028 წლამდე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული.

ჩვენთვის უმთავრესი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაა, რისთვისაც საზოგადოებამ მხარი 26 ოქტომბერსაც დაგვიჭირა.

ღირსებით ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში ომს, არეულობას, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოს მუდმივი რყევის მცდელობებს.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში!

დიდება საქართველოს!
", - წერს პეტრიაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი