საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ოლიმპიური ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი, ასევე შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს.