ISU-ს გრან პრის ფინალს, რომელიც 5-8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთი, ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ჩვენი ქვეყნიდან სპორტული წყვილი ამ პრესტიჟული შეჯიბრების ფინალისტებს შორის პირველად მოხვდა.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალში კი ერთმანეთს სულ ექვსი წყვილი შეეჯიბრება – კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და შეერთებული შტატებიდან.