4 ოქტომბერს ყაზახეთში "დენის ტენის მემორიალზე" მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ქალებს შორის. 18 მონაწილე სპორტსმენიდან 1-ლი ადგილი ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ დაიკავა 195.91 ქულით.
ამავე დღეს ყინულის მოედანზე სპორტულმა წყვილებმა რიტმული ცეკვები შეასრულეს. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, რომელიც გლებ სმოლკინის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, ტურნირს გამოეთიშა ჩვენი ნაკრების მოცეკვავე წყვილი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.