2024 წლის 23 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე რიგით კონგრესზე, დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.
"ვულოცავთ ბატონ დავითს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას როგორც ქართული, ასევე ევროპული ძიუდოს განვითარებაში!" - წერს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.