მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას, სადისციპლინო კომიტეტმა, ალბანეთის ნაკრებთან საშინაო მატჩისას დარღვევათა გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ფედერაცია 14 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის,
12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის,
ხოლო, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენების გამო დააჯარიმა.
ეს უკანასკნელი დარღვევა, თუ მომავალ ორ წელიწადში განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ტრიბუნები ნაწილობრივ, 2 ათასი მაყურებელი, დაიხურება.