სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ფულადი ჯარიმით არაერთი საქციელისთვის დასაჯა.
მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ფაქტი, რომ ალბანელებმა ტირანაში გამართული შეხვედრისას საქართველოს ჰიმნზე გამაყრუებელი სტვენა დაიწყეს.
აღნიშნული საქციელის გამო მეტოქეს უეფაში 12 500 ევროს გადახდა მოუწევს. ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის.