გამაყრუებელი სტვენა ბითაძეს მისამართით - "ინდიანა" მორიგ ჯერზე დამარცხდა » სპორტის ხაზი

გამაყრუებელი სტვენა ბითაძეს მისამართით - "ინდიანა" მორიგ ჯერზე დამარცხდა

გამაყრუებელი სტვენა ბითაძეს მისამართით - "ინდიანა" მორიგ ჯერზე დამარცხდა
25-10-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ფილადელფია" "ინდიანას" დაუპისიპირდა და ანგარიშით 120:106 დაამარცხა.

“ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:45 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ცენტრმა მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ Wells Fargo Center - ში 23 წლის კალათბურთელს არცისე კარგი დახვედრა მოუწყვეს. გოგას პარკეტზე გამოჩენას, გულშემატკივართა მხრიდან გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა. მთავარი მიზეზი კი ევრობასკეტზე თურქ სპორტმენთან, კორკმაზსთან მომხდარი ინცინდენტი გახლდათ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარიმოს სროლის დროს ჯორჯ ნიანგმა ბითაძეს უთხრა: "ფრთხილად იყავი, თორემ ჩემს მეგობარ კორკმაზს დავუძახებ”.

მოგახსენებთ იმასაც, რომ "ინდიანა" მომდევნო შეხვედრას "ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ 27 ოქტომბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი