უეფას გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ამავე ორგანიზაციამ ჯარიმების სახით 1 293 645 ევრო მიიღო.
როგორც აქამდე დაიწერა, უეფამ საქართველო 46 000 ევროთი დააჯარიმა, ყველაზე მეტად დაზარალებული კი ხორვატია გახლავთ, რომელმაც 220 875 ევრო გადაიხადა.
რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მეტოქე თურქეთს, რომლის გულშემატკივრებიც გერმანიაში ჩასულ ქართველ ფანებს დაუპირისპირდნენ, ისინი 95 125 ევროთი დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, დარღვევები მოიცავს გულშემატკივრებს შორის მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, მოედანზე შეჭრას, პიროტექნიკის გამოყენებას და მსგავს საკითხებს.