იტალიური RAI-ს სპორტულმა ჟურნალისტმა, ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან გასაახლებელი კონტრაქტი განიხილა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ახლა მთავარი საზრუნავი ხელფასის გაზრდა არაა.
მისი თქმით, ხვიჩას გარემოცვის პრიორიტეტი გამოსასყიდი თანხის 80 მილიონამდე დაქვეითებაა, რათა პოტენციურ მყიდველებს კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვა უფრო იოლად გამოუვიდეთ.
ნაპოლი მაქსიმალური თანხის ჩაწერას ცდილობს, არადა ქართველის აგენტი საპირისპიროს ითხოვს. საუბარი ხელფასის თემაზეც მიდის, თუმცა ხვიჩასთვის მთავარი საზრუნავი სწორედ გამოსასყიდი თანხის საკითხია. მისი გაფორმება პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს შეუძლია. ასევე, კარგ სიტუაციაშია პარი სენ-ჟერმენიც, რომელიც 70 ან 80 მილიონის გადამხდელი ნამდვილად არის.
ხვიჩა ბარსელონასაც დაუკავშირეს. ფეხბურთელის აგენტი ამ ქალაქში იყო და კლუბის პირობები მოისმინა კიდეც. კვარაცხელია გრძნობს, რომ წასვლა შესაძლებელია და ამას საზაფხულოდ შეეცდება.
- ამბობს ჟურნალისტი.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზამთარში ნაპოლის ოსიმენი ოფიციალურად დატოვებს, რომელიც ახლა იჯარით გალათასარაიში თამაშობს. ამდენად, არის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის შუაში და ბოლოში დე ლაურენტისი საკუთარი კლუბის ორივე დიდ შემოქმედს დაემშვიდობოს.