ხვიჩამ ნაპოლის პრეზიდენტს ორი მოთხოვნა წარუდგინა - დე ლაურენტისი პანიკაშია? » სპორტის ხაზი

ხვიჩამ ნაპოლის პრეზიდენტს ორი მოთხოვნა წარუდგინა - დე ლაურენტისი პანიკაშია?

ხვიჩამ ნაპოლის პრეზიდენტს ორი მოთხოვნა წარუდგინა - დე ლაურენტისი პანიკაშია?
29-05-2024, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში მთელი იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელიაა. როგორც უკვე ჯუღელმა თქვა, დე ლაურენტისმა პარი სენ-ჟერმენისგან კვარას სანაცვლოდ 100-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, კლუბის პრეზიდენტი კი დიდი დილემის წინაშე დადგა.

მაგალითად, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა და მისმა გარემოცვამ დე ლაურენტისს ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა და ახალი ნომრის მიღება მოსთხოვა. როგორც ვკითხულობთ, ქართველ მოთამაშეს 7 ნომრის აღება სურს, რომელიც კლუბში მოსვლის პერიოდში ელიფ ელმასს ეკუთვნოდა, კვარამ კი კოლეგიალურობა გამოიჩინა და ჩრდ.მაკედონიელისთვის ნომრის წართმევაზე უარი განაცხადა.

გარდა ამისა, სხვა წყაროებში იწერება ისიც, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მოთხოვნის შესაბამისი სისწრაფით ნამდვილად არ მოქმედებს, რადგან კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა გამუდმებით იწერება, თუმცა საგას ბოლო არ უჩანს, რაც რეალობის ორ სურათს აჩენს. პირველი, არის შანსი, რომ ქართველის გარემოცვას მოთმინების ფიალა ამოეწუროს და ნაპოლიზე ბოლომდე უარი თქვას და მეორე, ამ ყველაფრით სხვა კლუბებს ექნებათ გააქტიურების შესაძლებლობა, მაგალითად ისეთს, როგორიც პარი სენ-ჟერმენია.

გამოცემები ერთხმად მიანიშნებენ იმაზე, რომ ნაპოლის მფლობელი გაურკვევლად იქცევა და მასში პანიკის ნიშნები იკითხება. დე ლაურენტისი ამბობს, რომ ხვიჩას არსად გაუშვებს, მაგრამ ვერც დიდი თანხის მიღების ცდუნებაზე ამბობს პირდაპირ უარს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის ნაპოლიში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და გაუმჯობესებული კონტრაქტი მისი გარემოცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა იქნება როგორც ნაპოლისთან, ისე პოტენციურ ახალ კლუბთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი