საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს და ოქტომბრის თვეში წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
მატჩამდე კომენტარი უკრაინის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ გააკეთა, რომელსაც ცუდი მოლოდინები აქვს.
ფეხბურთელებს ხელთათმანებივით ვიცვლით. მათ ვუყურებ და ვხედავ, რომ დაბალი დონე გვაქვს. წინა თვეში ქართველებთან გაგვიმართლა და მაგიტომ მოვიგეთ. ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან სუსტია. მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ.. ვფიქრობ, რომ წავაგებთ.
- თქვა საბომ.