საპატიო მიზეზი - რატომ დააგვიანა შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ » სპორტის ხაზი

საპატიო მიზეზი - რატომ დააგვიანა შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ

საპატიო მიზეზი - რატომ დააგვიანა შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ
13-11-2024, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დღეში უკრაინას უმასპინძლებს და ოქტომბრის თვეში წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

როგორც გავრცელებულ ფოტოებში გამოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ნაკრების შეკრებაზე მივიდა, რაც საპატიო მიზეზით აიხსნება.

ხვიჩას მეუღლის, ნიცა თავაძის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ ხვიჩამ და ნიცამ პატარა დამიანე მონათლეს, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე ოდნავ დაგვიანებით გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი