საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დღეში უკრაინას უმასპინძლებს და ოქტომბრის თვეში წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
გასულ თვეს უკრაინელებმა 1:0 მოგვიგეს, საგოლე შეტევა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ქოჩორაშვილს ფეხი დაუცდა და მიხაილო მუდრიკმა შექმნილი უპირატესობით ისარგებლა.
გარდა გოლის ეპიზოდში დაშვებული შეცდომისა, ქოჩორაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო და ალბანეთთანაც დაგვაკლდა. ასევე, იმ შეხვედრაში ქოჩორაშვილს გოლის გატანა რამდენიმე მომენტში შეეძლო, თუმცა შანსი ვერცერთხელ გამოიყენა.
მოკლედ, უკრაინასთან გამართული შეხვედრა გიორგისთვის ყველანაირად უარყოფითი გამოდგა, რომლის გამოსწორებასაც ქოჩორაშვილი 3 დღეში გაორმაგებული მოტივაციით შეეცდება.