საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დღეში უკრაინას უმასპინძლებს და ოქტომბრის თვეში წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
იმ შემთხვევაში თუ საქართველო უკრაინას დაამარცხებს, ჩვენს გუნდს 9 ქულა გაუხდება, პარალელურ შეხვედრაში კი ფრე ყველაზე კარგი შედეგი იქნება.
ასე საქართველო 9 ქულით პირველ ადგილზე იქნება, ჩეხეთი მეორეზე 8 ქულით, მესამეზე ალბანეთი შვიდით და ბოლოზე უკრაინა ოთხით.
ამდენად, ასეთი რეალობისას არის შანსი, რომ ბოლო ტურში ჩეხეთთან ფრეც კი გვეყოს და ჯგუფი ასე მოვიგოთ.