ვიქტორ ოსიმენი საკუთარ იჯარას გალათასარაიში პროდუქტიულად ატარებს და მის მიმართ გრანდების ინტერესი კიდევ უფრო იზრდება.
მაგალითისთვის, ლონდონის ჩელსი უკვე დიდი ხანია ნიგერიელის გადაბირებას ცდილობს, თუმცა გარიგება ჯერჯერობით ვერაფრით ვერ შედგა.
ახლა დაიწერა, რომ საქმეში ნიუკასლ იუნაიტედიც ჩაერთო, რომელიც აპირებს, რომ ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ვიქტორ ოსიმენმა 2024/2025 წლების სეზონში გალას მაისური ჯამურად 9-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.