ვიქტორ ოსიმენი მრავალი თვეა წამყვანი ევროპული გრანდების რადარზე გამოჩნდა. მრავალრიცხოვანი გუნდების რიგს, ამჯერად არსენალიც დაემატა.
The Sun-ის ინფორმაციით, მიკელ არტეტას გუნდის ოსიმენის ტრანსფერით სერიოზულად დაინტერესდა და გამოსასყიდი თანხის £110 მილიონის გადახდასაც განიხილავს.
ამავე ტრანსფერში, მეთოფეებს პრემიერ ლიგის ბინადარი კიდევ ერთი კლუბი, ლონდონის ჩელსი ეცილება - თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ დრომდე უცნობია და შესაფერისს წინადადებას ელოდება.
ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენს გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ ნაპოლისთან კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება შეუძლია, ახლა ჯერი დაინტერესებულ კლუბებზეა.