როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლი იჯარის წესით დატოვა და ახლა თურქულ გალათასარაიში თამაშობს, სადაც ნიგერიელი ფორვარდი შესანიშნავად გამოიყურება.
გალთასარაიში ოსიმენმა პატივისცემა მალევე მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ თურქული გრანდის ბოსებმა მისი სრულფასოვნად შეძენა გადაწყვიტეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალათასარაი აპირებს, რომ ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ამ დრომდე ვიქტორ ოსიმენმა გალათასარაის მაისური ჯამურად შვიდჯერ მოიგო, რა დროშიც მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.