ლეო მესის "ინტერ მაიამიმ" MLS-ის დასკვნით ტურში "ნიუ ინგლენდ რევოლუშენს" უმასპინძლა, მეტოქე 6-2 გაანადგურა და აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობაც ოფიციალურად გაიფორმა.
"ნიუ ინგლენდთან" გატანილი სამი გოლით, ლეო მესი ინტერ მაიამის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ყველა ტურნირის ეგიდით, "ლა პულგას" ამერიკული კლუბის მაისურით 33 გოლი დაუგროვდა, ლეონარდო კამპანიას (32 გოლი) გადაასწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა.