MLS-ის მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის ეგიდით, ინტერ მაიამიმ DRV PNK Stadium-ზე ცინცინატის უმასპინძლა და 78-ე წუთზე ალვარო ბარეალის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაიამელებს ტრავმის შემდეგ, ლიონელ მესი დაუბრუნდა, ტატა მარტინოს გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ფლეი ოფში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმის გამო ოთხი მატჩი გამოტოვა და დღევანდელ დაპირისპირებაში ის მოედანზე 55-ე წუთზე, თანამემამულე, ტომას ავილესის ნაცვლად გამოჩნდა, თუმცა თავისი გუნდის დახმარება ამჯერად ვერ მოახერხა.
დავძენთ, რომ მიმდინარე რეგულარულში ინტერ მაიამის 33 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ტურში, ქულათა მაქსიმუმის აღების შემთხვევაშიც კი, საკმარისი არ იქნება, რომ ხერარდო მარტინოს გუნდმა ჩემპიონატში ასპარეზობა გააგრძელოს.
ამრიგად, ინტერ მაიამი თავის ბოლო მატჩს 21 ოქტომბერს გამართავს, რის შემდეგაც გუნდს თებერვლამდე დასვენება მოუწევს