თბილისის დინამოს ახალგაზრდა ფორვარდი ვახტანგ სალია კარიერას ნიუკასლში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე "ლელო" ავრცელებს.
"შევიტყვეთ, რომ კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".
ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ იქნება სალიას ტრანსფერის შემთხვევაში ხელისშემშლელი ის გარემოება (მკაცრი ინგლისური რეგულაციების გათვალისწინებით), რომ მას არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს თემა მოგვარებულია.
ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფორვარდზე ძალიან დიდ იმედს ამყარებს. "ნიუკასლი" გვარიანად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კლუბში ახალი და ძალიან სოლიდური ინვესტორი მივიდა", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, სალია თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ძირითადი გუნდის გარდა, თამაშობს 17-წლამდელთა ნაკრებშიც.