როგორც იტალიურ მედიაში წერენ, უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს!
ალექს მერეტმა დაზიანება იუვენტუსთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც 27 წლის კარის დარაჯმა მატჩი 36-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი კარში 23 წლის ელია კაპრილე ჩადგა.
კაპრილეს შესაქებად უნდა ითქვას, რომ სადებიუტო შეხვედრაში იუვესგან გოლი არ გაუშვია, თუმცა მერეტის ხანგრძლივი დანაკლისი მაინც უდიდესი დარტყმაა.
ცნობისთვის, ნაპოლის პირველ გუნდში მერეტისა და კაპრილეს მეტი მეკარე არც ჰყავს, შესაბამისად, უახლოესი ერთი ან ორი თვე კვარას გუნდს ახალგაზრდა იტალიელი კარის დარაჯი დაიცავს.