დღეს გამთენიისას MLS-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ჩვენთვის საინტერესო საბა ლობჟანიძის "ატლანტასა" და ლეო მესის "ინტერ მაიამის" დაპირისპირებაა, რომელიც ქართველის გუნდმა 5-2 მოიგო.
სანაკრებო პაუზიდან ჩამოსულ არგენტინელ მეგავარსკვლავს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რითიც "ატლანტამ" მშვენივრად ისარგებლა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის მოედანზე ცვლილებაზე შემოვიდა და 2 ასისტი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით საბა ამერიკული გუნდის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ აქამდე "ატლანტას" არცერთ ცვლილებაზე შემოსულ ფეხბურთელს ერთ მატჩში 2 ასისტი არ გაუკეთებია, რაც სწორედ ლობჟანიძემ შეძლო.
საბას გუნდი 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.