საფრანგეთის მე-8 ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი შინ ლანს უმასპინძლებს.
მატჩამდე ორი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ზურიკომ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, სენტ ეტიენში გადასვლის გადაწყვეტილებაც ახსნა.
"გასულ ზაფხულს, როდესაც სენტ ეტიენმა წინადადებით მომმართა, კლუბის შესახებ მხოლოდ იქედან მქონდა შექმნილი წარმოდგენა, როდესაც ბორდოს მაისურით მათ მოედანზე ვხვდებოდი.
გარდა ამისა, მქონდა საუბარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლისთანაც - ამ ყველაფერმა საერთო ჯამში იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე და სენტ ეტიენში გადსმოვლაზე", - განაცხადა ზურიკომ.