როგორც ფრანგულ მედიაში დაიწერა, ლიგა 1-ში აღზევებული სენტ ეტიენი ბორდოს ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის დამატებას შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და ისტორიულმა კლუბმა ბორდოს ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკოს და მის ოჯახს კლუბის გამოცვლა სურთ, დიდი შანსია, რომ თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს, თანაც ბორდო კვლავ ლიგა 2-შია, სენტ ეტიენი კი უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.
ზურიკომ 2023/2024 წლების სეზონში ბორდოსთან ერთად ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.