როგორც უკვე მოგახსენეთ, ზურიკო დავითაშილი კარიერას სენტ ეტიენში გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო კონტრაქტის სახით მასთან 4+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნულ ტრანსფერს სოციალურ ქსელში ზურიკოს მეგობარი და ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა: "ალეეეეე ზუკენცინო", - წერს ხვიჩა ინსტაგრამ სთორიში.
ცნობისთვის, სენტ ეტიენი ახალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.